14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ...
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა...
ახალი წლის დღეებში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უნალექო ამინდია...
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო. “ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა....
3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე. დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა...
აბაშაში წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2022-2023 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 31 კურსდამთავრებულის დაჯილდოება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნატა გელიტაშვილმა გადასცეს. აბაშის მუნიციპალიტეტს 2022-2023 წელს, სკოლის 24 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. შეხვედრას...
“ახალი წლის დღეების” ფარგლებში აბაშაში ღონისძიება გაიმართება
„ახალი წლის დღეების” ფარგლებში აბაშაში 24 დეკემბერს ღონისძიება გაიმართება. "24 დეკემბერს აბაშაში გელოდებით ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში 14:00 საათიდან. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!"-აღნიშნულია ინფორმაციაში.
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით, 24-საათის განმავლობაში განახორციელებენ. „განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი...
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. უწყების ცნობით, ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა...