7 აგვისტო გლოვის დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.  შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ინფორმაციისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია...

აბაშაში “ზაფხულის საღამოები” გადაიდო

კურორტ შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო 6 აგვისტოს აბაშაში დაგეგმილი ,"ზაფხულის საღამოები” გადაიდო.

აბაშაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

6 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, აბაშის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ პროგრამა: 19:00-22:00 ორი ფოტოზონა; 19:00-22:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-22:00 კულინარიული მასტერკლასები; 19:00-22:00 სადეგუსტაციო და კვების ზონა; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ქუქისებზე ხატვის მასტერკლასი, ანიმატორები; 20:00 - 22:00 საათი კონცერტი - ჯგუფი ,,შერეკილები”, ჯგუფი „Corpa...

ზანათიდან სოფელ ძიგურამდე საავტომობილო გზის დაგების პირველი ეტაპი მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანათიდან სოფელ ძიგურამდე საავტომობილო გზის დაგების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას გულისხმობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია...

გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების...

ჯანდაცვის სამინისტრო: თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე არ აისახება. “საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები,...

ეროვნული გამოცდები დასრულდა

აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26  ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორაციით, გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმა,  გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც. 2023 წლის გამოცდები 28 ივლისს  საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ...

გიორგი ქუჩიშვილის ქუჩისა და მისი შესახვევების ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, გიორგი ქუჩიშვილის ქუჩისა და მისი შესახვევების ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან ტაძრის მიმართულებით ცემენტო-ბეტონის დაგება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯ და ჯ“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 1 448 399 ლარია, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება ორშაბთიდან დაიწყება 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ. “ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველო იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება...

აბაშამ ფოლკლორის VIII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

აბაშის მუნიციპალიტეტმა, ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების, "ლეგენდების ქვეყანას“ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზატორობით და მხარდაჭერით, ფოლკლორის VIII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობდნენ პოლონეთის, სომხეთის, ბულგარეთის და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი „ჰარირა“,...