ეროვნული სამოსის დღეს აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

ეროვნული სამოსის დღეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება, აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აბაშის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალ ვაჟთა...

აბაშელი სპორტსმენების წარმატება

თბილისში, 12, 13 და 14 მაისს, სპორტკომპლექს არენა 2-ში გაიმართა 2023 წლის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი თამაშები. ჩემპიონატში 5 აბაშელი სპორტსმენი მონაწილეობდა. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს აბაშელმა ახალგაზრდებმა. ნინი ლიპარტიამ (U17) გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა წყვილთა...

აბაშაში ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების ქ. N21, ცანავას ქ. N28, თავისუფლების ქ. N141 და კილასონიას ქ. N2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები იხურება. უწყების ცნობით, სამუშაოების ღირებულება 184 220 ლარს...

17 მაისის 05:00 სთ-დან 20 მაისის 14:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის D-500 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შეასრულებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში 36-ე - 38-ე კილომეტრებზე ახლადაშენებული გაზსადენის მოქმედ მილსადენში შეჭრის სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების გამო, 17 მაისის 05:00 სთ-დან 20 მაისის 14:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს. "მოგიწოდებთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები,...

დღეს, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, სქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი და პატივი მიაგეს მწერლის ხსოვნას. დღესვე, კულტურისა და ხელოვნების...

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...

აბაშაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ადიდებული მდინარეების შედეგად დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირების ნაწილი, ნაწილობრივ დაზიანდა ხიდ-ბოგირები და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ნაპირიდან გადმოსულმა მდინარეებმა დატბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, რამდენიმე სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები. სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში...

“კონსტანტინეობა-2023“

15 მაისი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, სქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. 14:00 სთ-საქართველოს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. 15:30 საათზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზიმწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი...

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ხოშტარიამ, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების აბაშის ვეტერანთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ თელიამ და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა 9 მაისის ობელისკი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. „ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან...

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...