აბაშაში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.2 მილიონი ლარია. პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდში ილია...

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...

აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში – ოქტომბერში,...

აბაშაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მერიის წარმომადგენლებმა მრავალშვილიან დედებს (5 და მეტი შვილი) დედის დღე მიულოცეს და ყვავილები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის სამსახურების...

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...

1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...

მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. “მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს...

აბაშაში წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა გადასცეს. აბაშის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლის სკოლის 19 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანი კურსადმთავრებული ჰყავს. „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ სამკერდე ნიშანი გადაეცა სოფელ...

26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ფოტომარათონზე გელოდებათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....

აბაშაში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზებთან ერთად იწმინდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები და რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი. სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახური. სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე გაგრძელდება, რათა გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.