სტიქიამ პრობლემები შექმნა აბაშაში

სტიქიამ პრობლემები შექმნა აბაშაში. უხვმა ნალექმა ხიდი დაზიანა, აბაშის სოფელ სამიქაოში. დააზიანდა სოფელ წყემში მაღალი გადამცემი ხაზი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემურ ადგილებში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, მუშაოებენ ზარალის დამთვლელი კომისიები.

22 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული “აბაშობა” გაიმართება

22 ოქტომბერს, აბაშაში „აბაშობის“ დღესასწაული აღინიშნება. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად აბაშის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. აბაშის საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენა დაიწყო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N58 დადგენილებით, "აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, მიღებული წესის თანახმად, თქვენი წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ...

აბაშაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს, ანზორ მიქაუტაძეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. ანზორ მიქაუტაძეს ჯილდო და ფასიანი საჩუქარი გიგა გაბელაიამ გადასცა. ასევე მერმა, 23-ვე...

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე...

აბაშის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

დღეს, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აბაშის "ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორთან, დარეჯან ელიაძესთან ერთად, N1, ნორიოს, მაცხოვრისკარის, ზანათის, სუჯუნის, ეწერის, ონტოფოს, სეფიეთის და პ/მაისის საბავშვო ბაღებს ესტუმრა და აღსაზრდელებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. საბავშვო ბაღები...

აბაშის მუნიციპალიტეტის 23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის 23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ყველა სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მერაბ მიგინეიშვილთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცა. ნაყოფიერი, წარმატებული და საინტერესო შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული...

განათლების მინისტრი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს...

ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელად გურამ დიაკონიძე წარადგინეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, გურამ დიაკონიძე წარადგინა. გურამ დიაკონიძე დაიბადა 1978 წელს. სწავლობდა სუჯუნის საშუალო სკოლაში. დაამთავრა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი ავტომექანიკური ფაკულტეტის ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 2013-2015 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. “საქართველოს...