ხვალ, აბაშაში, დოღი ჩატარდება

3 აგვისტოს, 11:00 სთ-ზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება დოღი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დოღში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს, ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ.

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...

2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. "თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია...

28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენოს ინფორმაციით, 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს...

ხვალიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

24 ივლისიდან, ძალაში შედის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური პაციენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ, საინექციო და საინფუზიო პრეპარატებს, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ. გადაწყვეტილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული, რადგან ამ დრომდე ბენეფიციარებს, მედიკამენტების მისაღებად, ჯერ კლინიკაში ვიზიტი, რეცეპტის აღება, შემდეგ აფთიაქში მისვლა, წამლის...

21 ივლისის დილამდე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. “თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი...

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს გადასცემს

ტრადიციულად, წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური...