აბაშაში, კონსტანტინე კაპანელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, გამსახურდიას პირველი და მესამე შესახვევის, კონსტანტინე კაპანელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 კმ-დე გზა, რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყობა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 კმ-მდე გზას. რკინა-ბეტონის საფარი უკვე დაიგო სოფ. ნორიოში, მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან (წყემი), ასევე ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი...

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით...

ზურაბ აზარაშვილი-პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ

პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს

დღეს, ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი და პატივი მიაგო მწერლის ხსოვნას. დღესვე,...

აბაშაში ღვთისმშობლის წილხვდომობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში ღვთისმშობლის წილხვდომობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წმ. ოთხთავის მიხედვით ისაუბრეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე, წაკითხულ იქნა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლექსები, შესრულდა ბზვანელის „ვედრება“ და „მრავალჟამიერი“. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კულტურის ცენტრის ფოიეშივე მოეწყო ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მონაწილის, თვითნასწავლი მხატვრის, აზა კორძახიას ნამუშევრების გამოფენა....

აბაშის მუნიციპალიტეტში ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, N8 ქუჩაზე, შესახვევებთან ერთად, ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 3 კილომეტრამდე გზა. მნიშვნელოვანია, რომ გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა და გზაზე არსებული ხიდე-ბოგირები. აღნიშნულ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი არასოდეს ყოფილა, რაც მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების...

დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. 9 აპრილის მემორიალთან, მერი მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან, აბაშის ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა...

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...

აბაშაში საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული დ.მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო – ხელყუმბარა და ტროტილის...