აბაშაში გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი  გაუპატიურების ფაქტზე  ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით,...

აბაშაში ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბები და ინდივიდუალური მოჯირითეები მონაწილეობდნენ. პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღი იყო წარმოდგენილი. შეჯიბრი საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

OVOP მოდელი – კომპლექსური მიდგომა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის

ერთი სოფელი-ერთი პროდუქტი – ე.წ. OVOP მოდელი, სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფელში ერთი, პრიორიტეტული და ყველაზე გავრცელებული, დარაიონებული კულტურის ირგვლივ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნა-წარმოებას გულისხმობს. AFAD– ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის ამ მიმართულებით აქტიურად ხვდება ფერმერებს და მათთან ერთად, განიხილავს OVOP მოდელს კონკრეტული თემების მაგალითზე. შეხვედრები, რომელიც ფერმერებთან ტარდება, AFAD-ის, ხელმძღვანელის, მაია მიქავას...

ღია კარის დღე საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისში

ზუგდიდში, დადიანისეული სასახლის ეზოში, დღეს. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რეგიონულმა წარმომადგენლობამ ღია კარის დღე გამართა. ზუგდიდელ აბიტურიენტებთან ერთად, ღია კარის დღეზე ხობიდან და წალენჯიხიდან მოვიდნენ აბიტურიენტები. არაფორმალურ გარემოში, უშუალო და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა. მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ, რომლებზე პასუხი საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მაია...

AFAD-კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის სფეროს ეფექტური განვითარების უპირველესი პირობა თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ამ მიდგომებს შორის მნიშვნელოვანი – კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობაა. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა – ეს არის მდგრადი სოფლის მეურნეობა, რომელიც კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკასა და სტრატეგიულ სასოფლო-სამეურნეო მიდგომებს იყენებს. თუ გაინტერესებთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხები, AFAD-ი ( ასოციაცია სოფლის მეურნეობის...

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და...

რესტორნები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა

პირველი ივლისიდან კომენდატის საათი გაუქმდება

საქართველოში პირველი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი გუქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

აბაშაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით 71 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრები იყო. პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953,...