ტრადიციულად, წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური...
აბაშაში ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელოვნების სკოლის წარმატებული მოსწავლეების, ჯგუფების, ანსამბლების აკადემიური გუნდის მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, სადაც შესრულდა საფორტეპიანო, საესტრადო, საგუნდო და ფოლკლორული ნაწარმოებები. ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად...
სიახლეა ონკოპაციენტებისთვის
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს,...
ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...
ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...
2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
გიგა გაბელაია ისრაელის ელჩს შეხვდა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ მეგობრობასა და ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე, განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და ეკონომიკური შესაძლებლობები. გიგა გაბელაიამ ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას...
ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...
აბაშაში ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა
აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. აბაშის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდა. ფესტივალს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა. ტურნირში აბაშის, ზუგდიდის, სამტრედიის, ყაზბეგის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ახმეტის საცხენოსნო კლუბების...