8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში 12 კმ-მდე გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ტერიტორიებზე: სოფელ საგვაზაოში ქუჩა #1 და ქუჩა #3 ქუჩებზე. სოფ. ონტოფოსა და ძველი აბაშის შემაერთებელი გზაზე. სოფ. ნაესაკოვოს N8 ქუჩაზე. სოფ. გამოღმა კოდორში საკიზირიოს უბნიდან საგეგენაოს უბნამდე. სოფ.ზანათში ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე. სოფ. სამიქაოში...

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...

აბაშაში ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ევროპის სპორტის კვირეულში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. "მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები ჭადრაკში, ძიუდოში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბალახის ჰოკეიში მიმდინარეობდა. ევროპის სპორტის კვირეულში მონაწილეებს სიგელები გადაეცათ."-აღნიშნულია ინფორმაციაში....

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

1-2 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების...

ძლიერმა ქარმა აბაშაში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ა(ა) იპ „კეთილმოწყობის“ თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ასევე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილეებთან ერთად სტიქიის ადგილზე იმყოფება და ადგილზე ეცნობა ვითარებას. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია...

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან, 31 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

23-25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში

აბაშაში შინაური და მიკედლებული ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ...