აბაშის მუნიციპალიტეტში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

საახალწლოდ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი, ცენტრალური ქუჩა, მიმდებარე ტერიტორიები, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აბაშის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ილუმინაციებით და სხვადასხვა დეკორაციული სანათებით მოირთო. კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლებმა, ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, საახალწლო კონცერტი გამართეს. პატარებს ეს დღე გაულამაზეს, ქუთაისის სადღესასწაულო ცენტრ ,,პუნბოს” ანიმაციურმა გმირებმა. საღამო...

წელს, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ისარგებლა 2383-მა ბენეფიციარმა

2023 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამით ისარგებლა 2383-მა ბენეფიციარმა, ჯამური თანხა-622 985 ლარი. მათ შორის სამედიცინო მომსახურების პროგრამებით ისარგებლა 628 ბენეფიციარმა, თანხით-269 371 ლარი. 2024 წლიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარამდე გაეზრდებათ შემდეგი პროგრამების ბენეფიციარებს: ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა“;...

მომავალ წელს, აბაშაში, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწყება

2024 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწყება. დაგეგმილია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა: სუჯუნაში, ნაესაკოვოში, სამიქაოსა და კეთილარში. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 150 ბავშვზე გათვლილ ქალაქის პირველი საბავშვო ბაღის შენობას, 75 ბავშვზე გათვლილ მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღებს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

31 დეკემბერს აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 31 დეკემბერს აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 18:00 - ორკესტრის და კოსტუმირებული გმირების მსვლელობა და სანტას შეხვედრა ბავშვებთან. 18:00-00:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი. 18:00-00:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო...

აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 15 ადმინისტრაციულ ერთეულში 39 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებსა და თავშეყრის ადგილებს, მოიხრეშა გზები და მოეწყო გზისპირა მოსაცდელები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები....

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით მონტაჟდება. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში დაიდგა ნაძვის ხე, სკვერთან ერთად ცენტრალური ქუჩა საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება, ასევე ილუმინაციებით განათდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის შენობა. რამდენიმე დღეში, საზეიმო ვითარებაში აინთება ქალაქის ნაძვის...

აბაშაში მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში 2023 წელს გაზიფიცირდა 3 სოფელი: ქოლობანი, გუგუნაყათი, ბულვანი, სულ მალე ამ სოფლებში ქსელზე დაერთების საშუალება ექნება 525-მდე აბონენტს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაღმა ზანათსა და ონტოფოში კი ბუნებრივი აირის ქსელზე დაერთების საშუალება მიეცა 500-მდე აბონენტს. 2024 წელს დაგეგმილია გაზიფიცირების სამუშაოები ტყვირში, ცილორში, წალიკარში, გამოღმა ზანათსა და სუჯუნაში. გაზიფიცირების...

“სულგუგუნი“ “ქართული ლიგის“ 2023 წლის სეზონის გამარჯვებულია

აბაშის მუნიციპალიტეტის გუნდი, "სულგუგუნი“ „ქართული ლიგის“ 2023 წლის სეზონის გამარჯვებულია. "ვულოცავთ გუნდის წევრებს ჩემპიონობას, წარმატებას ვუსურვებთ მათ. ასევე ვულოცავთ აბაშელებს, თითოეულ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. მადლობას ვუხდით პროექტ „ქართული ლიგის“ ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, ყველა მონაწილე გუნდს, გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის."-აღნიშნულია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერია: ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლად გამოუსადეგარი 5 სახლის ნაცვლად, აშენდა ახალი სახლი

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული, ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი 5 სახლის ნაცვლად, აშენდა ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლები, გადაიხურა 4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. უწყბის ცნობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის...