საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...
აბაშაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ადიდებული მდინარეების შედეგად დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირების ნაწილი, ნაწილობრივ დაზიანდა ხიდ-ბოგირები და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ნაპირიდან გადმოსულმა მდინარეებმა დატბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, რამდენიმე სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები. სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში...
“კონსტანტინეობა-2023“
15 მაისი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, სქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. 14:00 სთ-საქართველოს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. 15:30 საათზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზიმწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი...
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ხოშტარიამ, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების აბაშის ვეტერანთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ თელიამ და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა 9 მაისის ობელისკი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. „ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან...
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...
გაიხსნა მოსწავლეთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
დღეს, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში, ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. აბაშის მუნიხიპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 20 მაისამდე გაგრძელდება, შემოსული თანხით მოსწავლეები სოციალურად დაუცველ თანატოლებს დაეხმარებიან. საგამოფენო სივრცეში მოსულ დამთვალიერებელს 10 ახალგაზრდა მხატვრის 25 ფერწერული ტილოს დათვალიერების და შეძენის შესაძლებლობა აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვნების სკოლის სამხატვრო...
“საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...
ერთწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...
მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ. 30 გამარჯვებული...
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს
300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...