ე.წ. “სოციალურ პურზე” ფასი 10 თეთრით შემცირდება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...

დასუფთავდა აბაშის რკინიგზის სადგური

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა სადგურების და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას აგრძელებს. კომპანიის თანამშრომლებმა ამჯერად აბაშის რკინიგზის სადგური დაასუფთავეს. გეგმიურ აქციაში სამგზავრო გადაყვანებისა და ინფრასტრუქტურის ფილიალების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დასუფთავდა სადგურის გარე და შიდა პერიმეტრი, ბაქანი, სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული მონაკვეთი. უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს, საქართველოს რკინიგზა პერნამენტულად...

ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...

აბაშაში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აბაშაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია, კულტურის ცენტრთან არსებული საშემსრულებლო ანსამბლების მონაწილეობით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიმართა. 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა...

დღეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...

აბაშაში ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები იწყება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, კილასონიას ქ. N2, თავისუფლების ქ. N21, ცანავას ქ. N28 და თავისუფლების ქ. N141 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გადაიხურება. სამუშაოების ღირებულება 184 220 ლარს შეადგენს. 11-14 იანვარს ძლიერი...

აბაშელი ძალოსანი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ერთი ვერცხლი და ორი ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, 81 კილოგრამის ატაცში ლევან ოჩიგავამ 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ლევანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე დადგა ორჭიდში დაგროვილი...

მდინარე აბაშისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ სეფიეთში მდინარე აბაშისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები იწყება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 კმ-დე ახალი გზა დაიგება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ტერიტორიებზე: • სოფელ ძვ. აბაშაში N1 ქუჩაზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. • სოფელ ზანათიდან სოფელ ძიგურამდე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. • ქ. აბაშაში ცანავას ქუჩის შესახვევის მოწყობა ასფალტო-ბეტონით, ცანავას ქუჩიდან...

აბაშაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა. აბაშის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ჩატარდა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და მერიის სხვადასხვა სამსახურის,...