აბაშაში სატვირთო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აბაშაში ლომინ გუგუშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტში ცნობილი ფოლკლორისტის, მომღერლის, ლოტბარის, ლომინ გუგუშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება სოფელ ეწერში, დურუ გუგუშვილის ეზოში ჩატარდა, სადაც გამოიფინა ლომინ გუგუშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, ასევე პაატა ქურდოვანიძის ფოტოები "აბაშა 100 წლის წინ". გამომსვლელებმა ისაუბრეს ცნობილი ლოტბარის შემოქმედების და დამსახურებების შესახებ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,...
აბაშის მუნიციპალიტეტში 19 კმ-დე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში 19 კმ-დე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო სოფ. აბაშისპირში, N5-ქუჩაზე. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება:...
რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში აბაშაში შეხვედრა გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, პროკურატურის წარმომადგენლებმა აბაშის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებებს, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებას, სამართლებრივ დახმარებას...
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეებია
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეები იქნება. ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიახლეები შეეხება ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტებს. “შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოცდო ტესტის ფორმატი ან...
აბაშაში ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონცერტი, "ქართული გენია როკვით განფენილი“, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ღია სცენაზე გაიმართა. კონცერტში მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ, შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვები. ღონისძიებაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები გადაეცათ, ანსამბლ „ჰარირას“ ქორეოგრაფს, ანზორ თორდიას,...
აბაშაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, საკრებულოსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს დეტალურად გაეცნო. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს აბაშის...
აბაშის მერმა მოქალაქეებს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას მოქალაქეებთან ერთად მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება, ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. „ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ...
მთავრობა მეთხილე ფერმერებს დახმარებას სთავაზობს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაირიცხება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის....