დღეს, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აბაშის "ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორთან, დარეჯან ელიაძესთან ერთად, N1, ნორიოს, მაცხოვრისკარის, ზანათის, სუჯუნის, ეწერის, ონტოფოს, სეფიეთის და პ/მაისის საბავშვო ბაღებს ესტუმრა და აღსაზრდელებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. საბავშვო ბაღები...
აბაშის მუნიციპალიტეტის 23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის 23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ყველა სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მერაბ მიგინეიშვილთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცა. ნაყოფიერი, წარმატებული და საინტერესო შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული...
განათლების მინისტრი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს...
ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელად გურამ დიაკონიძე წარადგინეს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, გურამ დიაკონიძე წარადგინა. გურამ დიაკონიძე დაიბადა 1978 წელს. სწავლობდა სუჯუნის საშუალო სკოლაში. დაამთავრა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი ავტომექანიკური ფაკულტეტის ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 2013-2015 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. “საქართველოს...
აბაშას ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...
აბაშაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 46 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები 15 აგვისტოდან დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სოფელ ნაესაკოვოსა და გამოღმა კოდორში, გაღმა ზანათში სოფლის სასაფლაოების...
პრემიერ – მინისტრი – მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება
მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასებს. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წარმოების წამალი საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს. ამას გარდა,...
ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაჩენილი ხანძრის კერები ლიკვიდირებულია
აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაჩენილი ხანძრის კერები ლიკვიდირებულია. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნინოშვილის ქუჩაზე, ცეცხლი მოსახლეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარს მოიცავდა. ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდებს. ამ წუთებში ხანძარია ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ფერეროს“ ტერიტორიაზე, დაახლოებით 2 ჰექტარამდე თხილნარს უკიდია ცეცხლი....
აბაშის მერმა ლევან ოჩიგავას ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია წარმატებულ აბაშელ სპორტსმენს, ძალოსან ლევან ოჩიგავას შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, პოლონეთში 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ლევან ოჩიგავამ (73 კგ.) ატაცში 127/130/132 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა აკვრაში 152/157/159 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი...