სეს-ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება

მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე...

აბაშაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართა

დღეს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკონსულტაციო შეხვედრაზე, დაინტერესებულ პირებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე მიეწოდათ ინფორმაცია. საკონსულტაციო შეხვედრის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებს...

აბაშაში თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, პოეტ, თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პოეზიის საღამოს დაწყებამდე, ანსამბლ „ანანურის“ მოცეკვავეებმა თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს აბაშელ ახალგაზრდებს. ახალგაზრდა პოეტმა საზოგადოების წინაშე ყველასთვის კარგად ნაცნობ ძველ ლექსებთან ერთად ახალი ლექსებიც წაიკითხა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ. საღამო...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...

აბაშაში „ახალგაზრდული დღეები – 2022“ დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები - 2022“ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დაიწყო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა. ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულებიდან 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საფინალო შეხვედრა გაიმართება 16 აგვისტოს. გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცემა. დღის ბოლოს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, დიჯეი BIGX-თორნიკე გელაშვილი წარსდგა...

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...

აბაშის მუნიციპალიტეტში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან მგალობლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გელა ხოშტარიასთან, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ონტოფოში, ვაზიანის სამხედრო ბაზის იურისტის, უფროსი ლეიტენანტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით...

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ აბაშის მკვიდრნი: ვაზიანის სამხედრო ბაზის...

“თანაზიარს” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ეწვევა

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

აგვისტოში რამდენიმე დღე მატარებლები არ იმოძრავებენ

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...