საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.
აბაშაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში. გარდაცვლილი 76 წლის მამაკაცია. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 982 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 394, „პისიარ“ ტესტით – 11 588.
მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზით-15 22 შეეძლებათ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.
კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. მის კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგი წავიდა.
გარდაიცვალა კახი კავსაძე
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აბაშაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდკლინიკაში. გარდაცვლილი ქალი 94 წლის იყო. დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 187, პისიარტესტით –...
აბაშის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 59 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობას ქუთაისის კოვიდ კლინიკაში გადიოდა. დღეს, საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 822 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, პისიარტესტით...
აბაშაში, დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით კაჭარავას ქუჩიდან აბაშა-მარტვილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზამდე, ასევე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მაგისტრალამდე, გზის 3 კმ-მდე მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. მოასფალტების სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყდება გზასთან...
აბაშის სოფელ მარანსა და ტყვირში მასიური ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ბოლო დღეების განმავლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანსა და ტყვირში 51 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. რის გამოც სოფელში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის უწყებების მკაცრი კონტროლი ხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო და ეპიდემიოლოგებისგან არსებულ ვითარებაზე...
აბაშის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ამავე ინფორმაციით, შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს ტურისტულ სერვისებს....