ცხელი ხაზი 15 22, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე უპასუხებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22,  ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.

აბაშაში მომხდარი გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს 1981 წელს დაბადებული მამაკაცი. უწქყების ცნობით, დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის...

აბაშაში 60 წლის ქალი გააუპატიურეს

აბაშის მუნიციპალიტეტში 60 წლის ქალი გააუპატიურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს. მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.