აბაშის მუნიციპალიტეტში, სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან, ასევე, კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების მოწყობა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეებში დამონტაჟდება გარე განათება, საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება

აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად. „ჭრელი წინდების“ აქციას შეუერთდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის სამსხურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აფხაზეთიდან დევნილ კომპაქტურად ჩასახლებულ 60 ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ

აბაშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილ კომპაქტურად ჩასახლებულ 60 ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ. დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აპარატის თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დევნილებთან შეხვედრაზე იმსჯელეს მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით...

ჯორჯიკიას ქუჩაზე, სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია

აბაშის მუნიციპალიტეტში, ჯორჯიკიას ქუჩაზე, სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის" სამსახურის ჩართულობით აღდგენითი სამუშაოები მყისიერად განხორციელდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო სამუშაოების...

19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...

მდინარე კოვზაზე, ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში მდინარე კოვზაზე, ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდი საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში შენდება. სამიქაოში, მდინარე კოვზაზე არსებული ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას, სახნავ-სათეს სავარგულებთან და საძოვრებთან აკავშირებდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა, მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა ხიდის საყრდენი, შემდეგ ხიდი...

აბაშის მერიაში პარალეგალებთან შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პარალეგალებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ. იურიდიული დახმარების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, მაია ნოზაძემ, დამსწრე პირებს მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის...

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

აბაშაში ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, მერისა და საკრებულოს სამსახურების წარმომადგენლები. აბაშის მუნიციპალიტეის მერიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ცენტრის ინდივიდუალური შემსრულებლები, კვარტეტები, კვინტეტები, დუეტები, ანსამბლ „ჰარირას“ მამაკაცთა გუნდი, ასევე ხელოვნების...