აბაშაში უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში - აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. "მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს...

მარანში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანს ეწვია და კულტურის სახლის უნიკალური შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრთან ერთად სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და შპს „იუკონი და კომპანიის“ დირექტორი, მაყვალა აბულაძე. სოფელ...

“კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პროგრამის, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გამართულ სათემო ფორუმს, მერიისა და აბაშის რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის შემაჯამებელი სათემო ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და...

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეები პირველიდან 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...

სეს: არ შეიძინოთ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...

აბაშის მუნიციპალიტეტში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

საახალწლოდ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი, ცენტრალური ქუჩა, მიმდებარე ტერიტორიები, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აბაშის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ილუმინაციებით და სხვადასხვა დეკორაციული სანათებით მოირთო. კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლებმა, ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, საახალწლო კონცერტი გამართეს. პატარებს ეს დღე გაულამაზეს, ქუთაისის სადღესასწაულო ცენტრ ,,პუნბოს” ანიმაციურმა გმირებმა. საღამო...

წელს, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ისარგებლა 2383-მა ბენეფიციარმა

2023 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამით ისარგებლა 2383-მა ბენეფიციარმა, ჯამური თანხა-622 985 ლარი. მათ შორის სამედიცინო მომსახურების პროგრამებით ისარგებლა 628 ბენეფიციარმა, თანხით-269 371 ლარი. 2024 წლიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარამდე გაეზრდებათ შემდეგი პროგრამების ბენეფიციარებს: ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა“;...

მომავალ წელს, აბაშაში, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწყება

2024 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწყება. დაგეგმილია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა: სუჯუნაში, ნაესაკოვოში, სამიქაოსა და კეთილარში. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 150 ბავშვზე გათვლილ ქალაქის პირველი საბავშვო ბაღის შენობას, 75 ბავშვზე გათვლილ მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღებს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

31 დეკემბერს აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 31 დეკემბერს აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 18:00 - ორკესტრის და კოსტუმირებული გმირების მსვლელობა და სანტას შეხვედრა ბავშვებთან. 18:00-00:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი. 18:00-00:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო...

აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 15 ადმინისტრაციულ ერთეულში 39 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებსა და თავშეყრის ადგილებს, მოიხრეშა გზები და მოეწყო გზისპირა მოსაცდელები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები....