ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით მონტაჟდება. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში დაიდგა ნაძვის ხე, სკვერთან ერთად ცენტრალური ქუჩა საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება, ასევე ილუმინაციებით განათდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის შენობა. რამდენიმე დღეში, საზეიმო ვითარებაში აინთება ქალაქის ნაძვის...

აბაშაში მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში 2023 წელს გაზიფიცირდა 3 სოფელი: ქოლობანი, გუგუნაყათი, ბულვანი, სულ მალე ამ სოფლებში ქსელზე დაერთების საშუალება ექნება 525-მდე აბონენტს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაღმა ზანათსა და ონტოფოში კი ბუნებრივი აირის ქსელზე დაერთების საშუალება მიეცა 500-მდე აბონენტს. 2024 წელს დაგეგმილია გაზიფიცირების სამუშაოები ტყვირში, ცილორში, წალიკარში, გამოღმა ზანათსა და სუჯუნაში. გაზიფიცირების...

“სულგუგუნი“ “ქართული ლიგის“ 2023 წლის სეზონის გამარჯვებულია

აბაშის მუნიციპალიტეტის გუნდი, "სულგუგუნი“ „ქართული ლიგის“ 2023 წლის სეზონის გამარჯვებულია. "ვულოცავთ გუნდის წევრებს ჩემპიონობას, წარმატებას ვუსურვებთ მათ. ასევე ვულოცავთ აბაშელებს, თითოეულ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. მადლობას ვუხდით პროექტ „ქართული ლიგის“ ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, ყველა მონაწილე გუნდს, გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის."-აღნიშნულია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერია: ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლად გამოუსადეგარი 5 სახლის ნაცვლად, აშენდა ახალი სახლი

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული, ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი 5 სახლის ნაცვლად, აშენდა ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლები, გადაიხურა 4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. უწყბის ცნობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის...

წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარნის, სეფიეთისა და ნოღოხაშის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის მარნის, სეფიეთისა და ნოღოხაშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი სავარაუდო ღირებულება 7 591 294 ლარს შეადგენს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან მარნის, სეფიეთისა და...

“ქართული ლიგის” ფინალში “სულგუგუნი“ მიიღებს მონაწილეობას

დღეს, 11 დეკემბერს, 18:00-სთ-ზე, თბილისში, არტ-ჰოლის დარბაზში გაიმართება "ქართული ლიგის" ფინალი. ფინალში ითამაშებს აბაშის მუნიციპალიტეტის გუნდი „სულგუგუნი“, რომელიც უკვე მესამე სეზონია ფინალშია. „სულგუგუნი“ ჩემპიონობისთვის იბრძვის.

გდი: სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...