პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...

აბაშაში დაზიანებული მილ-ხიდების, დამბების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის N2467 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, დაზიანებული მილ-ხიდების, დამბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით მიმდინარეობს: სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში მდ. კოვზაზე ხიდის მოწყობა. გეზათისა და ქოლობნის საზღვარზე, აუზების დასაწყისში, დაზიანებული ხიდე-ბოგირის მოწყობა. ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცუდღარზე დაზიანებული...

განათლების მინისტრი საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...

“ოცნების” აბაშის ორგანიზაციას გიგა გაბელია უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ აბაშის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია აირჩიეს. აბაშაში გამართულ დასკვნით კონფერენციაზე ბიუროს წევრებიც აირჩიეს. კონფერენციები ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მესტიაში, ხობში, სენაკში, ფოთში, მარტვილსა და აბაშაში ჩატარდა.

აბაშაში “ახალგაზრდული დღეები 2023” მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები 2023“-ის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური ჩემპიონატი პარალიმპიურ სახეობა ,,ბოჩაში“ და მუნიციპალური ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობდნენ გუნდები ადმინისტრაციული ერთეულებიდან და მოხალისე ახალგაზრდები. "ბოჩაში“ გამარჯვება ზანათის გუნდმა მოიპოვა, კალათბურთში კი ქოლობნის გუნდმა. გამარჯვებულები თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, აბაშის ცენტრალურ სტადიონზე „ახალგაზრდული დღეები 2023“-ის ფარგლებში მიმდინარეობს...

სიახლეა წარჩინებული სტუდენტებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა...

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში, ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა და მოხალისე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. აბაშის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, გამარჯვება მოიპოვა სუჯუნის გუნდმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა. ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტაქტიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს...

აბაშაში ახალგაზრდული დღეები გაიმართება

აბაშაში, ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ,,ფეინთბოლის“ მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში. 8 სექტემბერს, 15:00 საათზე, ჩატარდება მუნიციპალური ჩემპიონატი პარალიმპიურ სახეობა ,,ბოჩაში“. 16:00 საათზე, კი აბაშის მუნიციპალური ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში. 11, 12, 13 და 14 სექტემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. 16 სექტემბერს, 18:00 საათზე,...

აბაშაში “მუსიკალური საღამო” გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „მუსიკალური საღამოების" ფარგლებში ღონისძიებებს აბაშის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, საბავშვო ატრაქციები, სამზარეულოს მასტერკლასები, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამო ჯგუფ “შერეკილებისა” და „Corpa Fellas“-ის კონცერტით დასრულდა. საღამოს მსახიობი კახა მიქიაშვილი უძღვებოდა.

წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.