28 ოქტომბერს, აბაშის მუნიციპალიტეტში „აბაშობა- 2023“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14 :00 სახალხო ღონისძიება. საქართველოს ეროვნულ გმირთა - ქვეყნის პირველი ეროვნული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და მისი უახლოესი თანამებრძოლის, მერაბ კოსტავას სახელობის პარკი. "საპატიო აბაშელის“ წოდებებით, კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოების ცერემონია. მუსიკალური წარმოდგენა: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს, მათგან 7 დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...
აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო
აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში 8 კმ-მდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ტერიტორიებზე: აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მარანჭალაში #9; #5 და #3 ქუჩებზე.სოფ. ნორიოში მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით.სოფ. ნორიოში საბოკუჩაოს N2 და N3 ქუჩებზე.აბაშაში ჯორჯიკიას ქუჩისა და...
აბაშელი ნინი ლიპარტიას წარმატება
აბაშელი მაგიდის ჩოგბურთელი, ნინი ლიპარტია საქართველოს უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ჩოგბურთელმა წარმატებას ქალთა უმაღლესი ლიგის დასკვნით ტურზე მიაღწია, რომელიც ქალთა შორის მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. მთელი წლის შედეგების მიხედვით, სარეიტინგო ქულებით, ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ნინი ლიპარტია მაგიდის ჩოგბურთში (U17) გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია.
აბაშელი ჰოკეისტების წარმატება
წელს პირველად ერთდროულად გახდნენ აბაშელი ჰოკეისტი ვაჟები და გოგონები საქართველოს ჩემპიონები. 16 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის მაისიდან მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი „ჰოკეი 5-ში“. დასკვნითი წრე ქუთაისში გაიმართა, აბაშელი ჭაბუკ ჰოკეისტთა გუნდი (მწვრთნელები: მურთაზ მიქანაძე, ზაალ გოგიშვილი), 4 წრის შედეგის მიხედვით 2023 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ასევე 4 წრის შედეგის მიხედვით...
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...
“ჩემი პირველი კომპიუტერი”-წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი აბაშის მუნიციპალიტეტის 26 მეათეკლასელს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს, მერაბ მიგინეიშვილთან ერთად გადასცა. პროგრამას, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო...
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი...
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...
პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. “აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი...