საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 10,3 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ასევე ქალაქ ფოთში და...
9 აპრილის ტრაგედიდან 34 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, მერიის თანამშრომლებმა, საკრებულოს წევრებმა და მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შესრულდა საგალობლები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. საქართველოს ისტორიაში...
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
როკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი...
ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაზიფიცირების გარე ქსელის სამუშაოები მალე დასრულდება
აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაზიფიცირების გარე ქსელის სამუშაოები, რომელიც 21 კმ-ს შეადგენს, მალე დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ აბაშის მუნიციპალიეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გაზიფიცირების ქსელი მოეწყო ქოლობანში, გუგუნაყათსა და ბულვანში. აქ ინდივიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ 525 აბონენტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით. სოფლებში, გაღმა ზანათსა და ონტოფოში დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს აბონირებისთვის...
ე.წ. “სოციალურ პურზე” ფასი 10 თეთრით შემცირდება
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...
დასუფთავდა აბაშის რკინიგზის სადგური
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა სადგურების და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას აგრძელებს. კომპანიის თანამშრომლებმა ამჯერად აბაშის რკინიგზის სადგური დაასუფთავეს. გეგმიურ აქციაში სამგზავრო გადაყვანებისა და ინფრასტრუქტურის ფილიალების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დასუფთავდა სადგურის გარე და შიდა პერიმეტრი, ბაქანი, სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული მონაკვეთი. უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს, საქართველოს რკინიგზა პერნამენტულად...
ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...
აბაშაში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აბაშაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია, კულტურის ცენტრთან არსებული საშემსრულებლო ანსამბლების მონაწილეობით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიმართა. 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა...
დღეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
აბაშაში ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოები იწყება
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები იწყება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, კილასონიას ქ. N2, თავისუფლების ქ. N21, ცანავას ქ. N28 და თავისუფლების ქ. N141 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გადაიხურება. სამუშაოების ღირებულება 184 220 ლარს შეადგენს. 11-14 იანვარს ძლიერი...