სიტყვა "აბაშა" არაბულიდან მომდინარეობს. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” – ”უკან დავიხიოთ”-ო. ”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე – დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია –...
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იხსნება
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
პირველი მარტიდან მუზეუმები და ბიბლიოთეკები იხსნება
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.
პარლამენტის ნდობა ახალ მინისტრთა კაბინეტს
საქართველოს პარლამენტმა, ახალი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა დაამტკიცა. ფოტო: ინტერნეტი