მარნის, სეფიეთისა და ნოღოხაშის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის მარნის, სეფიეთისა და ნოღოხაშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი სავარაუდო ღირებულება 7 591 294 ლარს შეადგენს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან მარნის, სეფიეთისა და...

“ქართული ლიგის” ფინალში “სულგუგუნი“ მიიღებს მონაწილეობას

დღეს, 11 დეკემბერს, 18:00-სთ-ზე, თბილისში, არტ-ჰოლის დარბაზში გაიმართება "ქართული ლიგის" ფინალი. ფინალში ითამაშებს აბაშის მუნიციპალიტეტის გუნდი „სულგუგუნი“, რომელიც უკვე მესამე სეზონია ფინალშია. „სულგუგუნი“ ჩემპიონობისთვის იბრძვის.

გდი: სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...

აბაშის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდან ბაზარში საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს შეიარაღებული პირები დახვდნენ. მედიის ინფორმაციით, ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარს ტელეფონი წაართვეს და გაკოჭეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრს, ბავშვთა გასართობი ცენტრის ზღაპრის გმირები ეწვივნენ და მათთან ერთად სხვადასხვა...

“ზანამ” 2024 წლის ლიგა 4-ში მონაწილეობის უფლება მოიპოვა

პლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი „ზანა“ თბილისის “იუჯი 35”-ს დაუპირისპირდა. დაძაბულ თამაშში „ზანამ“ 2-1 გაიმარჯვა და მოიპოვა 2024 წლის ლიგა 4-ში მონაწილეობის უფლება. 2023 წლის სეზონში, სადაც აბაშის „ზანა“ ასპარეზობდა რეგიონულ ლიგაში (დასავლეთი) „გ“ ჯგუფში, სატურნირო ცხრილში გავიდა მეორე ადგილზე (24 თამაში, 19 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, 61 ქულა).

ხვალ, “ზანა” “იუჯი 35”-ს დაუპირისპირდება

ხვალ, 30 ნოემბერს, 13:00 საათზე, აბაშის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი „ზანა“, 2023 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. "ზანა“ პლეი-ოფის ფინალში თბილისის “იუჯი 35”-ს დაუპირისპირდება. "გამარჯვების შემთხვევაში „ზანა“ მოიპოვებს 2024 წლის ლიგა 4-ის გათამაშების საგზურს. თითოეული აბაშელის მხარდაჭერა ჩვენი ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია.ერთად ვუგულშემატივროთ „ზანას“.-აღნიშნულია აბაშის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. “საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად...

აბაშაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამხატვრო განყოფილების (პედაგოგი შაქრო ტყვაცირია) მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აბსტრაქციული და რეალისტური ნახატები, შესრულებული ფერწერაში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარა მხატვრებმა თითოეული ნახატის შესახებ ისაუბრეს, სამახსოვროდ მერს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების ფერწერული სურათები გადასცეს. ფერწერაში...