მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ...

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე...

ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მანქანის აღჭურვა სავალდებულო გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...

აბაშაში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს

აბაშაში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. 23:00 საათზე, გალა კონცერტზე, ანსამბლი „გორდელა“, ოთო...

სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან და დაინტერესეულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის სამსახურების უფროსები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროკურორმა თეიმურაზ ჯალაღონიამ მოსახლეობას...

აბაშაში უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში - აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. "მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს...

მარანში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანს ეწვია და კულტურის სახლის უნიკალური შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრთან ერთად სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და შპს „იუკონი და კომპანიის“ დირექტორი, მაყვალა აბულაძე. სოფელ...

“კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პროგრამის, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გამართულ სათემო ფორუმს, მერიისა და აბაშის რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის შემაჯამებელი სათემო ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და...

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეები პირველიდან 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...

სეს: არ შეიძინოთ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...