წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში, ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა და მოხალისე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. აბაშის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, გამარჯვება მოიპოვა სუჯუნის გუნდმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა. ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტაქტიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს...

აბაშაში ახალგაზრდული დღეები გაიმართება

აბაშაში, ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ,,ფეინთბოლის“ მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში. 8 სექტემბერს, 15:00 საათზე, ჩატარდება მუნიციპალური ჩემპიონატი პარალიმპიურ სახეობა ,,ბოჩაში“. 16:00 საათზე, კი აბაშის მუნიციპალური ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში. 11, 12, 13 და 14 სექტემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. 16 სექტემბერს, 18:00 საათზე,...

აბაშაში “მუსიკალური საღამო” გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „მუსიკალური საღამოების" ფარგლებში ღონისძიებებს აბაშის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, საბავშვო ატრაქციები, სამზარეულოს მასტერკლასები, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამო ჯგუფ “შერეკილებისა” და „Corpa Fellas“-ის კონცერტით დასრულდა. საღამოს მსახიობი კახა მიქიაშვილი უძღვებოდა.

წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

აბაშაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

3 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, აბაშაში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხიელეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-22:00 ორი ფოტოზონა; 19:00-22:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-22:00 სამზარეულოს მასტერკლასები; 19:00-22:00 სადეგუსტაციო და კვების ზონა; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ქუქისებზე ხატვის მასტერკლასი, ანიმატორები; საღამოს 20:00 საათზე კონცერტი ჩატარდება.

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.  “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...

ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან, მაცხოვრის სახელობის XIV საუკუნის ტაძრამდე, 3,2 კმ-მდე გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯ და ჯ“ ასრულებს. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა. “ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე,...

აბაშის მერი ახალგაზრდებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აბაშელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სსიპ-ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამის -,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროექტის - ,,ახალგაზრდული ბანაკების“ ფარგლებში, პირველ ნაკადზე, 9 აბაშელი ახალგაზრდა ჩაერთვება ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც მათ გააჩნიათ მუნიციპალიტეტში. „გართობასა და...