აბაშაში საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება

10-14 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის,თურქეთისა და სომხეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. 10 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში; 12 ივლისი...

მერია: აბაშაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქუჩიშვილის ქუჩისა და მისი შესახვევების ასფალტო-ბეტონით მოწყობის და ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან ტაძრის მიმართულებით გზაზე ცემენტო-ბეტონის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად გაეცნო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გზებზე პირველად ხორციელდება...

აბაშაში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 11-14 იანვარს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული, ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი 4 სახლის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აკაკის ქუჩაზე შენდება ვარია სიმონიას, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გია გაბელაიას, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ანა იმედაშვილის, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში- გვანცა ქებურიას საცხოვრებელი...

აბაშაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის...

მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...

გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტში პედაგოგ, ინგა ოდიშარიას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, მრავალი კონკურს-ფესტივალის ლაურეატები, ნინი ხორავა და სალომე ნადარეიშვილი, VI კლასის მოსწავლე, ლიზი მაცაბერიძე მონაწილეობდნენ. კონცერტზე გაჟღერდა უცხოელ და ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე,...

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...

აბაშაში სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში "ქართული ლიგის“-აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში ჩატარდა. მხიარულ პაექრობაში ათი სასკოლო გუნდი მონაწილეობდა: „დოდოს ოხრები“ (პირველი საჯარო სკოლა), “ყოროფა” (ზანათის საჯარო სკოლა), „ტოფები“ (ონტოფოს სააჯარო სკოლა), „სულ დუდუნი“ (ტყვირის საჯარო სკოლა), „მაისელები“ (პ/მაისის საჯარო სკოლა), „მჭადი და მეორე“ (მეორე საჯარო სკოლა),...