აბაშაში ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების ქ. N21, ცანავას ქ. N28, თავისუფლების ქ. N141 და კილასონიას ქ. N2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები იხურება. სიმონ ჩიქოვანის ქ N13-ში მდებარე შენობის (ყოფილი არქივის შენობა) შეკეთება-რეაბილიტაციის სამუშაოები...

გაიმართა სასკოლო კონფერენცია

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში სასკოლო კონფერენცია გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემების პრეზენტაციები წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თემების ხელმძღვანელი პედაგოგები, მერიის, საკრებულოსა და რესურსცენტრის თანამშრომლები, დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა. სასკოლო კონფერენციის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა...

დღეს “აფხაზეთობაა”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

“ჯარგვალის” ფოლკლორული კონცერტი გაიმართა

ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის ეზოში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლ "ჯარგვალის“ (ხელმძღვანელი-მოველ მაკალათია) ფოლკლორული კონცერტი გაიმართა. ასევე მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. ამ დღის მნიშვნელობასა და სიმონ ჩიქოვანის შემოქმედებაზე ისაუბრა მუზეუმის ხელმძღვანელმა,...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები...

ეროვნული სამოსის დღეს აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

ეროვნული სამოსის დღეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება, აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აბაშის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალ ვაჟთა...

აბაშელი სპორტსმენების წარმატება

თბილისში, 12, 13 და 14 მაისს, სპორტკომპლექს არენა 2-ში გაიმართა 2023 წლის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი თამაშები. ჩემპიონატში 5 აბაშელი სპორტსმენი მონაწილეობდა. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს აბაშელმა ახალგაზრდებმა. ნინი ლიპარტიამ (U17) გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა წყვილთა...

აბაშაში ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების ქ. N21, ცანავას ქ. N28, თავისუფლების ქ. N141 და კილასონიას ქ. N2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები იხურება. უწყების ცნობით, სამუშაოების ღირებულება 184 220 ლარს...

17 მაისის 05:00 სთ-დან 20 მაისის 14:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის D-500 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შეასრულებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში 36-ე - 38-ე კილომეტრებზე ახლადაშენებული გაზსადენის მოქმედ მილსადენში შეჭრის სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების გამო, 17 მაისის 05:00 სთ-დან 20 მაისის 14:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს. "მოგიწოდებთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები,...

დღეს, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, სქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი და პატივი მიაგეს მწერლის ხსოვნას. დღესვე, კულტურისა და ხელოვნების...