აბაშის მუნიცციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა თანასწორობის, უფლებების დაცვისა და პატივისცემის ნიშნად აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას. N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გაიმართა - ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. მოსწავლეებმა პედაგოგის, ელისო გაბელაიას დახმარებით დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ღონისძიების მონაწილეებს....
აბაშის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
აბაშის მუნიციპალაიტეტის მერიის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დევი სიდამონიძემ და ლაშა თედორაძემ, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი, ჯონი ჩოჩია და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა გიორგი ამილახვარმა დაიკავა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
აბაშელი სპორტსმენების წარმატება
აბაშის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ, სამგზის საქართველოს ჩემპიონმა, ნინი ლიპარტიამ, ქალთა უმაღლესი ლიგის ტურნირზე მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც თბილისში 11 მარტს გაიმართა, მეორე ადგილი დაიკავა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნინიმ 2022 წელს წყვილთა თანრიგში გიორგი ლიპარტიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, იგი ქალთა უმაღლესი ლიგის ჩემპიონია, საერთაშორისო ტურნირზე მოლდავეთსა და ბათუმში...
აბაშაში ახალი სკოლა აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.2 მილიონი ლარია. პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდში ილია...
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...
აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში – ოქტომბერში,...
აბაშაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მერიის წარმომადგენლებმა მრავალშვილიან დედებს (5 და მეტი შვილი) დედის დღე მიულოცეს და ყვავილები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის სამსახურების...
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...
1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...