30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 1-2 სექტემბერს...

უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...

აბაშაში “ახალგაზრდული დღეები-2024“ გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში "ახალგაზრდული დღეები-2024“ სხვადასხვა საინტერესო სპორტული აქტივობით იყო დატვირთული. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა ფრენბურთში, რომელშიც ადმინისტრაციული ერთეულებიდან 9 გუნდი მონაწილეობდა. დღეს კი საინტერესო და დაძაბული ფინალი შედგა ნაესაკოვოსა და სეფიეთის გუნდებს შორის. გამარჯვება ნაესაკოვოს გუნდმა მოიპოვა. ფინალური მატჩი გაიმართა მინი ფეხბურთში ტყვირისა და ქოლობნის...

შეიქმნება დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა განიხილავენ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც იგეგმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობა. კერძოდ: ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ...

დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...

დღეს ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

“ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდა თბილისი-სენაკი-ლესელიძეს საავტომობილო გზის აბაშის მონაკვეთზე

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური ე.წ. "ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდა თბილისი-სენაკი-ლესელიძეს საავტომობილო გზის აბაშის მონაკვეთზე. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე: აბაშა-მარტვილი, აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის გზის ნორიო-სუჯუნა-წალიკარის მონაკვეთზე.

მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში დელეგატად მმართველმა პარტიამ ილია ინჯია წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში დელეგატად მმართველმა პარტიამ ილია ინჯია წარადგინა. "მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი."-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით კაჭარავას ქუჩაზე, სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, დავით კაჭარავას ქუჩაზე, ამავე ქუჩის პირველ და მეორე ჩიხებში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დავით კაჭარავას ქუჩაზე, პირველ და მეორე ჩიხებში, ჯამში 3500 მეტრზე, ტროტუარების განათების და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა....

ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, არხის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნისა და ტყვირის შიდასამიმოსვლო საავტომობილო გზაზე, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდთან, სადაც 40 მეტრი ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა და არხის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდი მუნიციპალიტეტის ცენტრთან 7 სოფელს აკავშირებს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად მიმდებარე ტერიტორია და სახნავ-სათესი ფართობები იტბორებოდა, საფრთხეს უქმნიდა, როგორც გზას, ასევე ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას....