მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტო-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩაზე 1 კმ-მდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება დასრულდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის პირველი ფენა დაგებულია სოფელ სუჯუნაში სანოდიო-სამატკაოს უბანში N11, N12 და N15 ქუჩებზე, სოფელ ეწერში N6 და N8 ქუჩებზე, აბაშაში, ცანავას ქუჩიდან იპოდრომის გავლით ცანავას ქუჩამდე. პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად...

მერია: აბაშაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სანოდიო-სამატკაოს უბანში, N11, N12 და N15 ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა 4,5 კმ-მდე იგება. სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან და მერის წარმომადგენელთან...

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება...

აბაშის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჭადრაკში საფინალო ტურნირი გაიმართა

სპორტსკოლის დარბაზში, აბაშის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჭადრაკში საფინალო ტურნირი გაიმართა. სამ დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 12 წლამდე და 18 წლამდე, 98 მოსწავლე მონაწილეობდა საჭადრაკო თამაშებში. დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, რომლებიც თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. საფინალო საჭადრაკო ტურნირს ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის,...

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ...

ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია “კუჩხიბედინერის“ – ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის...

აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პირველობა ჭადრაკში

აბაშის მუნიციპალიტეტში, სპორტსკოლის დარბაზში მესამე დღეა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 12 წლამდე და 18 წლამდე, 98 მოჭადრაკე ასპარეზობს. გამარჯვებულები საფინალო ტურნირში პირველობისთვის იბრძოლებენ. საპრიზო ადგილებზე გასულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. დღეს საჭადრაკო ტურნირს ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის...

“ბრემენელი მუსიკოსები”

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის ძმები გრიმების მუსიკალური სპექტაკლის, "ბრემენელი მუსიკოსების“ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლს ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, მოსწავლეები. სპექტაკლი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 23 ბაღის მშენებლობა და 23-ის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დაიწყო და მიმდინარეობს – 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა „რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დასრულდა – 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა...

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის...