დღეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...

აბაშაში ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები იწყება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, კილასონიას ქ. N2, თავისუფლების ქ. N21, ცანავას ქ. N28 და თავისუფლების ქ. N141 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გადაიხურება. სამუშაოების ღირებულება 184 220 ლარს შეადგენს. 11-14 იანვარს ძლიერი...

აბაშელი ძალოსანი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ერთი ვერცხლი და ორი ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, 81 კილოგრამის ატაცში ლევან ოჩიგავამ 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ლევანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე დადგა ორჭიდში დაგროვილი...

მდინარე აბაშისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ სეფიეთში მდინარე აბაშისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები იწყება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 კმ-დე ახალი გზა დაიგება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ტერიტორიებზე: • სოფელ ძვ. აბაშაში N1 ქუჩაზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. • სოფელ ზანათიდან სოფელ ძიგურამდე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. • ქ. აბაშაში ცანავას ქუჩის შესახვევის მოწყობა ასფალტო-ბეტონით, ცანავას ქუჩიდან...

აბაშაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა. აბაშის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ჩატარდა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და მერიის სხვადასხვა სამსახურის,...

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

აბაშის მუნიცციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა თანასწორობის, უფლებების დაცვისა და პატივისცემის ნიშნად აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას. N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გაიმართა - ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. მოსწავლეებმა პედაგოგის, ელისო გაბელაიას დახმარებით დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ღონისძიების მონაწილეებს....

აბაშის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

აბაშის მუნიციპალაიტეტის მერიის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დევი სიდამონიძემ და ლაშა თედორაძემ, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი, ჯონი ჩოჩია და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა გიორგი ამილახვარმა დაიკავა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს.  განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

აბაშელი სპორტსმენების წარმატება

აბაშის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ, სამგზის საქართველოს ჩემპიონმა, ნინი ლიპარტიამ, ქალთა უმაღლესი ლიგის ტურნირზე მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც თბილისში 11 მარტს გაიმართა, მეორე ადგილი დაიკავა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნინიმ 2022 წელს წყვილთა თანრიგში გიორგი ლიპარტიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, იგი ქალთა უმაღლესი ლიგის ჩემპიონია, საერთაშორისო ტურნირზე მოლდავეთსა და ბათუმში...