დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...

ტურიზმის ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...

გამოქვეყნა მედიკამენტების სია, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...

აბაშაში ქარმა დოლიძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. მოგვიანებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილეებთან ერთად აბაშის სასტუმროში ჯამბულ დოლიძის ოჯახი მოინახულა. ინფორმაციისთვის: აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მოგლეჯილია...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა

სტიქიისგან შექმნილი ვითარების გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან ერთად სამსახურების უფროსებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მობილური ჯგუფების წევრებს შეხვდა. თათბირზე უამინდობის გამო შექმნილი ვითარება განიხილეს, დაისახა პრობლემების გადაჭრის გეგმა. მერიაში შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებენ....

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშაში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ა(ა) იპ „კეთილმოწყობის“ თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გადახდილია სახურავი, დაზიანებულია საახალწლო განათებები. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს,...

გარკვეულ ქართულ ტრადიციებსა და რიტუალებს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გარკვეულ ქართულ ტრადიციებსა და რიტუალებს, მათ შორის „ბატონების“ რიტუალს, რთველის ტრადიციას, მცხეთური ღვეზელის დამხადების ტერადიციასა და მესხურ სამზარეულოს – კერძოდ, აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.

ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...

დღეს, აბაშაში საახალწლო ზეიმი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით აბაშაში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება. აბაშის მუნიციპალიტეტუს მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. აბაშაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის...

აბაშაში სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდები (გოგონები და ვაჟები) თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გიორგი თოფურია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ მიგინეიშვილი და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. გამარჯვებული გუნდები 2023...