2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეებია

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეები იქნება. ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიახლეები შეეხება ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტებს. “შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოცდო ტესტის ფორმატი ან...

აბაშაში ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონცერტი, "ქართული გენია როკვით განფენილი“, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ღია სცენაზე გაიმართა. კონცერტში მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ, შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვები. ღონისძიებაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები გადაეცათ, ანსამბლ „ჰარირას“ ქორეოგრაფს, ანზორ თორდიას,...

აბაშაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, საკრებულოსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს დეტალურად გაეცნო. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს აბაშის...

აბაშის მერმა მოქალაქეებს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას მოქალაქეებთან ერთად მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება, ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. „ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ...

მთავრობა მეთხილე ფერმერებს დახმარებას სთავაზობს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაირიცხება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის....

საპატიო აბაშელები დააჯილდოვეს

სახალხო დღესასწაულზე "აბაშობა-2022“ საპატიო აბაშელების, კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა სამ პიროვნებას: ზენერ ჩაგანავას - მხატვარს, მოქანდაკეს, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრს - სახვითი ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის; ბათუ დანელიას - პოეტს, მთარგმნელსა და ფილოლოგს, მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის...

აბაშაში სახალხო დღესასწაული აბაშობა 2022 აღინიშნება

დღეს, აბაშაში სახალხო დღესასწაული აბაშობა 2022 აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში, ჩატარდა საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია. აბაშის ცენტრში გამოფენილია ადგილობრივი ხელოვანების ნამუშავრები. მოეწყო ფოტოგამოფენა ,,აბაშა 100 წლის წინ“. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტები გაიმართება. ადგილზე მოწყობილია ეთნოკუთხეები, ტარდება მეგრული კერძების მასტერკლასები. ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის...

22 ოქტომბერს, “აბაშობა-2022“ აღინიშნება

აბაშის მუნიციპალიტეტში, 22 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ გმირთა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში სახალხო დღესასწაული, "აბაშობა-2022“ აღინიშნება. სახალხო დღესასწაული პროგრამა: 10:00- საზეიმო წირვა / აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი/ 15:00- კონცერტი, საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია 16:00-აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა. ფოტოგამოფენა...

შოთა მესხიას უნივერსიტეტში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე.  დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...

აბაშაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი, დავით უჩაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავა. შეხვედრის მიზანი გახლდათ მოსახლეობისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური...