სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...

აბაშის მუნიციპალიტეტში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან მგალობლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გელა ხოშტარიასთან, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ონტოფოში, ვაზიანის სამხედრო ბაზის იურისტის, უფროსი ლეიტენანტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით...

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ აბაშის მკვიდრნი: ვაზიანის სამხედრო ბაზის...

“თანაზიარს” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ეწვევა

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

აგვისტოში რამდენიმე დღე მატარებლები არ იმოძრავებენ

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...

ქოლობნის და ტყვირის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლის შენობის გადახურვისა და სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის, სპორტ დარბაზისა და დამხმარე შენობის გადახურვის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 216 709 ლარი დაიხარჯება. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლები სრულად გადახურული იქნება. ინფორმაციისთვის: სკოლების რეაბილიტაცია, პრემიერის მიერ ინიცირებული...

აბაშაში ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ერთდღიან ტურნირში აბაშის, ზუგდიდის, სამტრედიის, ახმეტისა და სენაკის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დოღში, რომელიც 1600 მეტრიან დისტანციაზე გაიმართა, სამტრედიელმა მხედარმა, ვარდენ კიკაჩეიშვილმა გაიმარჯვა. 1400 მეტრიან დისტანციაზე აბაშელმა მხედარმა-საბა ხურციამ, ნახევრად წმინდა სისხლის მქონე ცხენებს...

აბაშაში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” გაიმართება

აბაშის მუნიციპალიტეტში ხვალ, 12 ივლისს, ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ - აბაშის ტური გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ პოლონეთის, სომხეთის ლატვიის და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები. საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებულია აბაშის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, საზეიმო მსვლელობა. 18:00 საათზე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში ჩატარდება კონცერტი. ფესტივალის სტუმრებთან-პოლონეთის, ლატვიის და თურქეთის, სასომხეთის ფოლკლორულ...

სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ

დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...

დასასრულს უახოვდება აბაშაში ავტომაგისტრალური პროექტი

აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში დასრულდება პროექტი, რომელიც ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობას ითვალისწინებს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნულ გზაზე ასფალტო-ბეტონის მეორე ფენა იგება. გზა, რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყო. უწყების ცნობით, აბაშაში რეაბილიტაცია უტარდება 18-კმ-მდე გზას. ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო ამირან...