მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

უკრაინაში აბაშელი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი მებრძოლი, აბაშელი 41 წლის გიორგი გრიგოლია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი კიევშია გადასვენებული. ქართველი მებრძოლი საარტილერიო შეტევის დროს უკრაინელ სამხედროებთან ერთად დაიღუპა.

თბილისის გრან სლემზე დღეს აბაშელი ძიუდოისტი იასპარეზებს

თბილისის გრან სლემის საერთაშორისო ტურნირზე, ოლიმპიურ სასახლეში დღეს აბაშელი ძიუდოისტი იასპარეზებს. მარიამ ჭანტურია მედლის მოპოვებას 78 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება.

აბაშაში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარებისთვის სიურპრიზებით სავსე დღე მოეწყო: ზღაპრის გმირები, გასართობი შოუ-პროგრამა, სახის მოხატვა თუ სხვა სახის გასართობი აქტივობები. პატარების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო კონცერტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და სკოლის დაწყებითი...

აბაშაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. აბაშის მუნიციპალიტეტში კი, 0,61 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკის, 0, 82 კუბური მეტრი ძელისა და 0, 75 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებია...

აბაშაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო. "საქართველოვ, ჩემი გული სანთელივით უნდა გენთოს...“-ქართული მუსიკის კონცერტი ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. შესრულდა ვაჟა...

აბაშაში კონფერენცია “ევროპა ჩვენი არჩევანია” გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, თემატური კონფერენცია-,,ევროპა ჩვენი არჩევანია“ გაიმართა. კონფერენციაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები და ამ დღისადმი მიძღვნილი მასალები, გაიმართა დისკუსია. "ევროპის დღეები“ მრავალფეროვანი პროგრამით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, 27 მაისს საზეიმოდ დაიხურება. „ევროპის დღეების“ ფარგლებში ღონისძიებები, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ...

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – https://registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf საქართველოს განათლებისა და მეცნიერების...

მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. „სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის...

აბაშაში, კონსტანტინე კაპანელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, გამსახურდიას პირველი და მესამე შესახვევის, კონსტანტინე კაპანელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 კმ-დე გზა, რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყობა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 კმ-მდე გზას. რკინა-ბეტონის საფარი უკვე დაიგო სოფ. ნორიოში, მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან (წყემი), ასევე ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი...