„ქართულმა ოცნებამ” აბაშის მერობის კანდიდატად გიგა გაბელაია წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. აბაშის მერობის კანდიდატად პარტიამ გიგა გაბელაია დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

აბაშაში აგრობაზარი გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ ქოლობანში აგრობაზარი გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს და მცირე მეწარმეებს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქცია კომფორტულ გარემოში გაყიდონ. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა. დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო...

აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 088 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

აბაშაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მკვიდრი, 67 წლის მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ილიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის გზებზე. რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება რუსთაველის ქუჩაზე და აკაკის ქუჩის პირველ და მეორე შესახვევებში. პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყდება გზასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შპს „ინდიკო“....

აბაშის “ევექსის” კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება – 129 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 21 მოქალაქე. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 30 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება. “pfizer”-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! – ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

„ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „კავკასია“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ. ტელეკომპანიების ეთერებში იმ ჟურნალისტთა სია ჩანს, ვისაც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს თავს დაესხნენ, დაშავდნენ და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს.

სუსი-ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი-ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების...

თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ...