ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ (მონიტორინგის გეგმის შესაბამისად), კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, საკარანტინო...