კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...

აბაშაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით 71 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრები იყო. პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953,...

კორონავირუსის 9 შემთხვევა სამეგრელო – ზემო სვანეთში

Stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 7, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –...