აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის...