სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.