აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ გაარღვია დამცავი დამბა, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, ვახტანგ...