სუჯუნა ქ. აბაშის ცენტრიდან დაშორებულია 7კმ-ით. უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. "სუჯუნის წმ. გიორგი" ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნაში ინახება წმ. გიორგის ნაწილები. ეკლესიაში დაბრძანებულია, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი (სავარაუდოდ. XVII-XIX საუკუნის ჭედური ხელობა)....