ბოლო დღეების განმავლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანსა და ტყვირში 51 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. რის გამოც სოფელში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის უწყებების მკაცრი კონტროლი ხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო და ეპიდემიოლოგებისგან არსებულ ვითარებაზე...