- აბაშა-გულეიკარი-ჯაპანის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტო-ბეტონის საფარი იგება 6 კმ-მდე გზაზე.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და ეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები, მოეწყობა ბეტონის კიუვეტი.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოები 2022 წლის მაისში დასრულდება.