- აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგო აფხაზეთის ქუჩაზე, დავით კაჭარავას მეორე შესახვევში, შუბლაძისა და ჩიქოვანის ქუჩებზე. ასევე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო სოფელ ქოლობანში აგრობაზართან მისასვლელ გზაზე და შუბლაძის ქუჩის ერთი მონაკვეთზე.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.