- აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით კაჭარავას ქუჩიდან აბაშა-მარტვილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზამდე, ასევე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მაგისტრალამდე, გზის 3 კმ-მდე მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
მოასფალტების სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყდება გზასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ასრულებს კომპანია შპს “ინდიკო”.