- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში. გარდაცვლილი 76 წლის მამაკაცია.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 982 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 394, „პისიარ“ ტესტით – 11 588.